saqarTvelos qedebi - xevsureTis qedi
ხევსურეთის ქედი - ქედი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტოქედი. წარმოადგენს მდინარეების ასასა და არღუნის წყალგამყოფს. ხევსურეთის ქედის დაბალი და ჩრდილოეთის მცირე ნაწილი მოქცეულია ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფარგლებში. ქედის უმაღლესი მწვერვალია მთა მახისმაღალი 4007 მ.